“ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა” – კულებამ ევროპელ კოლეგებს თავშესაფრიდან მიმართა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას თავშესაფრიდან ვიდეომიმართვით შეუერთდა.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ, ალბათ, პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელმაც საბჭოს საჰაერო განგაშის გამო თავშესაფრიდან მიმართა.

“ვთხოვე საბჭოს დამატებითი საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის მიწოდება. ევროკავშირს მოვუწოდე რუსეთისთვის დრონების მიწოდებისთვის, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ. ასევე, ვთქვი, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციათა მე-9 პაკეტი ძალიან ძლიერი უნდა იყოს”, – დაწერა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები