კიევში კამიკაძე-დრონების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა, 19 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
უკრაინაში ოკუპანტების დღევანდელ თავდასხმას აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა და იერიშს “სასოწარკვეთილი და სამარცხვინო” ქმედება უწოდა.
“რუსეთის მორიგი სასოწარკვეთილი და სამარცხვინო თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ უკრაინელი ხალხის სიძლიერითა და გამძლეობით. თქვენთან ერთად ვიქნებით იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.