რუსი ოკუპანტების მიერ კიევის ცენტრის ირანული კამიკაძე-დრონებით დაბომბვის შედეგად, შევჩენკოს ქუჩაზე მაღალსართულიანი სახლის ნანგრევებიდან ერთი დაღუპული მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს.
ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ დაწერა.
მისი ინფორმაციით, ქალაქის იერიშში 4 “შაჰიდი” მონაწილეობდა.
“მეოთხე დრონს, რომელიც ჯარისკაცებმა და პოლიციელებმა ჩამოაგდეს, შესაძლოა, ის ადგილი დაებომბა, სადაც ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ეს კი მაშველების, ექიმების და პოლიციელების სიკვდილს გამოიწვევდა”, – თქვა მან.