მაია ენუქიძე: ბიჭები თაკო სალაყაიას დავალებით დასაჯეს

  ოლეგ მელნიკოვის ჩვენებას სანდრო გირგვლიანის დეიდა მაია ენუქიძე გამოეხმაურა. როგორც ის განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქმის კურსში იყვნენ და ყოველგვარი დეტალი იცოდნენ:
„დარწმუნებული ვიყავი, რომ სააკაშვილმაც იცოდა, ადეიშვილმაც და სულ ყველამ. მაგაში ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ რადგან თქვა და აღიარა, ძალიან კარგია და ჯობია, რომ უფრო მეტი და მეტი თქვას. არ მეპარებოდა ეჭვი, რომ თაკო სალაყაიას დავალებით დასაჯეს ბიჭები, ამაშიც დარწმუნებული ვიყავი და რატომღაც მგონია თაკოზე ცოტა მეტი უნდა თქვას. ჯერჯერობით დაველოდებით საქმის ბოლომდე დასრულებას, პროცესი კვლავ გაგრძელდება და ვნახოთ, რას იტყვის კიდევ“, – განაცხადა მაია ენუქიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ოლეგ მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა. იგი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები