ნიკოლოზ სამხარაძე: სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი გადაიქცა საქართველოს სახელმწიფოს მტრად

ძალიან სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი გადაიქცა საქართველოს სახელმწიფოს მტრად. მას თუ ჰგონია, რომ განცხადებებით მხოლოდ ხელისუფლებას აზიანებს და რაღაც პარტიულ ინტერესს ატარებს, ძალიან ცდება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მიხაილ პოდოლიაკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

სამხარაძის თქმით, პოდოლიაკის განცხადებები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული და ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„არ ვიცი, პოდოლიაკი რამდენად ერკვევა საერთაშორისო ურთიერთობებში. მგონი, ამ სფეროში საერთოდ ვერ ერკვევა, მაგრამ მოვუწოდებდი, ჩაიხედოს რეზოლუციებში, რომლებიც საქართველოს მხრიდან არის მხარდაჭერილი უკრაინის მიმართ და შემდგომში, თუ გაერკვევა, წაიკითხავს ამ რეზოლუციებს, ალბათ, ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აღარ გააკეთებს.
ძალიან სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი გადაიქცა საქართველოს სახელმწიფოს მტრად. მას თუ ჰგონია, რომ განცხადებებით მხოლოდ ხელისუფლებას აზიანებს და რაღაც პარტიულ ინტერესს ატარებს, ძალიან ცდება, რადგან ასეთი განცხადებები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული. ის ამას პირველად არ აკეთებს. უკვე დარწმუნებული ვარ, ამას შეგნებულად აკეთებს, რაც პირდაპირ საქართველოს მტრობაა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები