ბევრი სპეკულაციაა მთელ ამ ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა, რა მოხდა ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არავის აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან.
„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან უკვე ათწლეულებია და უზრუნველვყოფთ მათ ყველანაირი შესაძლებლობით, აღჭურვილობით, სწავლებებით და ტრენინგით, იმგვარად, რომ საქართველოს საზღვრები იყოს დაცული და შევაკავოთ რუსეთის აგრესია. ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა დეგნანმა.