ოთო კახიძე: სააკაშვილს მელნიკოვის შეწყალების უფლება ჰქონდა

   შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის აღიარებითი ჩვენების შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მოყოფთათვის ბრალის დამძიმებას არ ელოდებიან. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება შესაძლოა, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეწყალების თაობაზე მისი გადაწყვეტილება უკანონო იყო.
„ჩვენ შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს პრეზიდენტის რომელიმე გადაწყვეტილება და პოლიტიკურად შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა. კანონის მიხედვით მას შეწყალების უფლება ჰქონდა და კიდეც სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს იწყალებდა “, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ოლეგ მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა. იგი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები