Hürriyet: ევროპა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით მეტ გაზს მიიღებს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 8 თვის შემდეგ, ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) გაზის მიწოდების მოცულობა გაორმაგდება.

ამის შესახებ თურქული გამოცემა – Hürriyet-ი წერს.

როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დიონმეზმა თქვა, “გადაწყდა TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგება. ჩვენ გავზრდით სიმძლავრეს 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32-მდე”.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი სატუმბი გაზის დამატებითი მოცულობის ნაწილის გამოყენებას შეძლებს.

გარდა ამისა, 2027 წლის ბოლომდე ​ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზამდე გაიზრდება.

ამის შესახებ მილსადენის კომპანია TAP AG-ის მმართველი დირექტორის, ლუკა შიპატის გვერდზეა ნათქვამი.

„TAP-ის სიმძლავრის გაფართოება 2027 წლის ბოლოს მოხდება. ეს იქნება ახალი მილების გაყვანისა და იტალიაში ახალი სამუშაოების საჭიროების გარეშე, მხოლოდ საბერძნეთსა და ალბანეთში ახალი კომპრესორების დაყენებით“, – თქვა შიპატიმ.

TANAP-ი საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გადის, სადაც უკავშირდება ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP). სწორედ ამ მილსადენით მიეწოდება გაზი საბერძნეთს, ალბანეთსა და იტალიას.

ევროკავშირთან შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი 2027 წლისთვის ევროპაში გაზის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები