ნიკოლოზ ბასილაშვილი: პროცესები რომ დამთავრდება, აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ბასილაშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ განცხადებას სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

“თავს დამნაშავედ, რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რა განცხადებასაც გავაკეთებ, ამას შემდეგ გაიგებთ. როგორც გითხარით, პროცესები რომ დამთავრდება, შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- აცხადებს ბასილაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები