გია ცაგარეიშვილი: 2007-2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს გვერდზე ედგა – მაშინ არავის, რატომღაც, ივანიშვილი ოლიგარქად არ წარმოედგინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, 2007-2008 წლამდე – მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს გვერდზე ედგა – არავის ოლიგარქად არ წარმოედგინა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო სახელმწიფოდ შემდგარიყო.

“2007-2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს გვერდზე ედგა – აიარაღებდა ქართულ ჯარს, ეხმარებოდა ქართულ პოლიციას, პროკურატურას, სასამართლოს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო სახელმწიფოდ შემდგარიყო და არ ჩამოშლილიყო.

მაშინ არავის, რატომღაც, ივანიშვილი ოლიგარქად არ წარმოედგინა. ივანიშვილი ოლიგარქი გახდა მას შემდეგ, რაც კუდით ქვა ასროლინა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხელისუფლებიდან ამ ავაზაკებს. ამის შემდეგ გახდა ივანიშვილი მათთვის ოლიგარქი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები