ზურაბ აბაშიძე: “ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული ამ დანაშაულში“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, ზურაბ აბაშიძისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანის, ოლეგ მელნიკოვის აღიარებითი ჩვენება მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც აბაშიძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მელნიკოვმა თქვა სიმართლე, რომ გირგვლიანის საქმეში ხელისუფლება იყო ჩართული.
„არ მგონია, რაიმე მოულოდნელობას ჰქონოდა ადგილი. მელნიკოვმა თქვა ის სიმართლე, რაც უნდა ეთქვა და ეღიარებინა. როგორც ჩანს, მართლმსაჯულების პროცესში ეს საკითხი ნათლად და მკაფიოდ გაირკვა, რომ ხელისუფლება პირდაპირი იყო ჩართული დანაშაულში“, – განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ოლეგ მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისაცა. იგი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა.