ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალამდე ფრანგი ალბა ჯალოს, ოლიმპიური ჩემპიონის – იაპონელი ტაკანორი ნაგასესა და მსოფლიოს ჩემპიონის, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე, საიდ მოლაის, დამარცხება მოახერხა.
ოქროს მედლისათვის ბრძოლაში ტატო გრიგალაშვილმა 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა.