ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ ქვეყნის მკვიდრი ყველა მოქალაქის მშვიდობა და უსაფრთხოებაა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი შეაჯამა. ამ თემაზე პრემიერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო ლიდერებს პრაღაში ძალიან საინტერესო დისკუსიები ჰქონდათ.

„მთავარი გამოწვევა, რაც დღეს ევროპასა და მთელს მსოფლიოშია უსაფრთხოების გამოწვევაა – ეს არის ომი უკრაინაში, რომელიც არ მთავრდება, რომელიც კიდევ უფრო საშიშ გამოხატულებებს ჰპოვებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის მშვიდობა და უსაფრთხოება ამ ქვეყნის მკვიდრი ყველა მოქალაქის. მეორე მთავარი თემა ენერგოუსაფრთხოება იყო. დღეს ევროპაში ძალიან მწვავე ენერგოკრიზისია, იმიტომ რომ რუსეთმა ევროპისთვის გაზის მიწოდება 7%-მდე შეამცირა და რეალურად ევროპის ქვეყნები ახლა მსჯელობენ იმაზე თუ როგორ ჩაანაცვლონ რუსული გაზი, რაც, რა თქმა უნდა, არ იქნება ძალიან იოლი მოკლევადიან პერსპექტივაში. აი ამ თემებზე იყო საუბარი. ბუნებრივია, უკრაინის ომი არის დიდი გამოწვევა მთელი ევროპისთვის. ასეთი კრიზის მთელს მსოფლიოში არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები