12 აგვისტო მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა
დღეს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, 12 აგვისტოს საქართველოს 25 მუზეუმში 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის შესვლა უფასო იქნება.
ახალგაზრდებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.