ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტია

  ნორვეგიის ქალაქი ტრომსო 1-14 აგვისტოს 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრებიც მონაწილეობს. ტრომსოში 11 აგვისტოს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ზურაბ აზმაიფარაშვილმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა და ამ პოსტზე ბულგარელი სილვიო დანაილოვი შეცვალა.
ტრომსოში ასევე იმყოფება სპორტობისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელმაც გამარჯვება მთელ საქართველოს მიულოცა და განაცხადა: „ბატონმა ზურამ დიდი შრომა ჩადო ამ გამარჯვებაში და სახელმწიფოსა და ფედერაციას შორის ერთიანობამ უპრეცედენტო შედეგი გამოიღო!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები