სუბარი: მთავრობა, და პროკურატურა გირგვლიანის საქმის გაყალბებაში თანამშრომლობდნენ
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას გამოეხმაურა. როგორც სუბარმა აღნიშნა, ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ მაშინდელი მთავრობა, სასამართლო და პროკურატურა თანამშრომლობდნენ ამ საქმის გაყალბებაში.
„გირგვლიანის საქმე იყო და დღემდე რჩება ქართული სახელმწიფოს, ქართული მართლმსაჯულების სირცხვილად. ეს არის საქმე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი, მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო და პროკურატურა თანამშრომლობდნენ ამ საქმის გაყალბებაში. დღეს ხდება ამ შეცდომის გამოსწორება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.