ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ხუთი თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება

სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტთან არსებულმა ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრაზე ჯგუფის დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილა.

დებულების ცვლილება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ხუთი სხვადასხვა თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის ინიციატივას ითვალისწინებს.
თემატური მოკვლევის ჯგუფების თავმჯდომარე კომიტეტში ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი, გივი მიქანაძე იქნება.

„შეხვედრაზე ექსპერტთა ჯგუფმა ანგარიში წარადგინა, სადაც საუბარია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თუ რამდენად პასუხობს ქართული კანონმდებლობა ახალგაზრდობის მიმართულებებს. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც საბოლოო დოკუმენტის მომზადებას დაედება საფუძვლად და რომელსაც კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადებული დოკუმენტი შესაძლებლობას მოგვცემს 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე დავაინიციროთ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდობის საკითხებზე და იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კუთხით აიღო”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები