თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
საბურთალოს რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და კუტუზოვის ქუჩის 480 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის 454 აბონენტს.
ისნის და სამგორის რაიონებში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ვაზისუბნის დასახლების, სამგორის დასახლების, ციხისძირის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის და წულუკიძის ქუჩების 2554 აბონენტს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანურის და ნადიკვარის ქუჩების 342 აბონენტს, 10:00-დან 16:00 საათამდე – ლეონიძის, ლერმონტოვის, ინგოროყვას, რჩეულიშვილის, კრწანისის და მიმდებარე ქუჩების 824 აბონენტს.
გლდანის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, VI, VII, VIII მიკრორაიონების 1042 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გედევანიშვილის ქუჩის 137 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ერისთავის და გვაზაურის ქუჩების 324 აბონენტს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
“თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.