ილია დარჩიაშვილი – პრაღაში პრემიერის ვიზიტზე: 44 ქვეყნის ლიდერი დღეს საუბრობდა, თუ როგორ უნდა გააძლიეროს ევროპულმა ოჯახმა თანამშრომლობა და პარტნიორობა იმისათვის, რომ წინ აღუდგნენ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აწუხებს
ევროპას და მსოფლიოს დღეს მნიშვნელოვანი დღეა პრაღაში, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, ვიცით, რომ პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან დაანონსდა ახალი ინიციატივა ევროპული პოლიტიკური გაერთიანებისა, რომლის გარშემოც არსებობდა საკმაოდ ბევრი კითხვა, თუ რა ფორმას შეიძენდა აღნიშნული ინიციატივა და რა ტიპის პლატფორმა გახდებოდა. დღეს სწორედ პრაღაში მოხდა ამ პლატფორმის, ასე ვთქვათ, პრაქტიკული იმპლემენტაცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრაღაში განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტში არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, არამედ ყველა იმ ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობს, ვისი საგარეო და პოლიტიკური მომავალიც დაკავშირებულია ევროკავშირთან.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა პრაღაში, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, ვიცით, რომ პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან დაანონსდა ახალი ინიციატივა ევროპული პოლიტიკური გაერთიანებისა, რომლის გარშემოც არსებობდა საკმაოდ ბევრი კითხვა, თუ რა ფორმას შეიძენდა აღნიშნული ინიციატივა და რა ტიპის პლატფორმა გახდებოდა. დღეს სწორედ პრაღაში მოხდა ამ პლატფორმის, ასე ვთქვათ, პრაქტიკული იმპლემენტაცია, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველმა პირებმა ისაუბრეს აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობასა და მის მომავალ პოტენციურ განვითარებაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ამ პლატფორმის მომავალი განვითარება. არა მხოლოდ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, არამედ ყველა ქვეყნის პირველი პირი, ვინც ასოცირებულია ასე თუ ისე ევროკავშირთან, ვისი პოლიტიკური და საგარეო ასპირაციები კავშირშია ევროკავშირთან, 44 ქვეყნის ლიდერი დღეს საუბრობდა, თუ როგორ უნდა გააძლიეროს ევროპულმა ოჯახმა თანამშრომლობა და პარტნიორობა იმისათვის, რომ წინ აღუდგნენ იმ გამოწვევებს და იმ პრობლემებს, რომელიც დღეს აწუხებს ევროპას და მსოფლიოს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.