ის, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი მოწვეული იყო კოლეგასთან, ესტონელ პრემიერმინისტრთან ერთად და ახდენდა თანათავმჯდომარეობას იმ დისკუსიისა, რომელიც ეხებოდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხს ევროპაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, იმის, რომ საქართველოს ამ საერთო ოჯახში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ.
„ძალიან საინტერესო მრგვალი მაგიდა გამოვიდა პრემიერმინისტრის თანათავმჯდომარეობით ჩატარებული დისკუსიის. ამ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის, პრეზიდენტი მაკრონი, თურქეთის პრეზიდენტი და კიდევ ბევრი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველი პირები. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა პრემიერის ჩართულობით, ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები გამოვიდა, სადაც გაკეთდა აქცენტი იმ გამოწვევაზე, რომელიც დღეს ევროპას აქვს,”- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.