ბათუმში, მე-12 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ბათუმში, მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები