დავით ნარმანია: მთელი დღის განმავლობაში 700-მდე მოქალაქეს შევხდვით

მთელი დღის განმავლობაში 700-მდე მოქალაქეს შევხდვით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღის ბოლოს განაცხადა.

მისი თქმით, არ დარჩება არც ერთი მოქალაქე, რომელსაც დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდებიან.

“არ დარჩება არც ერთი მოქალაქე, რომელსაც ჩვენ ან შესაბამისი სამსახურები არ მიიღებენ, არ მოუსმენენ და არ გადაუწყვეტენ იმ საკითხს, რა საკითხიც მათ აწუხებთ. მე შევხვდები ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც დროითი მომენტიდან გამომდინარე მოვახერხებ შეხვედრას. თუ აუცილებელი არ არის საკითხის გადასაწყვეტად ჩემი თანხმობა ან ჩემი მხრიდან ბრძანების გაცემა, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია შეხვდნენ ისეთი თანამდებობის პირებს, რომელიც ადგილზე გადაუწყვეტს, ან გამგეობაში ან საქალაქო სამსახურში ამ საკითხს… მესმის, რომ ყველას სურს მერთან მიღება, მაგრამ იქნება რიგითობა და ამ რიგითობის დაცვით იქნება მიღება შესაძლებელი”, – განაცხადა ნარმანიამ.
დღეს დედაქალაქის მერმა და მთავრობის წარმომადგენლებმა მოქალაქეების პრობლემები მოისმინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები