ირაკლი შიოლაშვილი: ნინიგორში წყლის ახალი სათავე ნაგებობა აშენდება

  კახეთის გუბერნატორი ნინიგორში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება. ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ სოფელ ნინიგორში წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა დაიწყება. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ რეგიონს, შიოლაშვილის თქმით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტები წყლის პრობლემას გადაჭრიან.
„ნინიგორში წყლის ახალი სათავე ნაგებობა აშენდება. დაიწყება მილების დაფენა, მანამდე კი ნინიგორის მოსახლეობა წყლით სოფელ გურგენიანიდან მიმარაგდება. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონს, წყლით მომარაგების შეზღუდვა ძლიერმა გვალვამ გამოიწვია, რომელიც ბოლო 62 წელია არ ყოფილა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს 10 დღეში მუნიციპალიტეტების ყოველდღიური მუშაობით ეს პრობლემა გადაიჭრება. რამდენიმე სოფელში ჭაბურღილების მონტაჟი მიმდინარეობს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შიოლაშვილმა.
ცნობისთვის, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორის მოსახლეობამ, დღეს სასმელი წყლის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით, 20 წელზე მეტია, რაც სოფელს წყალი არ მიეწოდება და წყლის მოტანა რამდენიმე კილომეტრიდან უწევთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები