დავით ნარმანია და მერიის წარმომადგენლები 250-ზე მეტ ადამიანს შეხვდნენ
თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის წარმომადგენლები 250-ზე მეტ ადამიანს შეხვდნენ. ამის შესახებ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მარიამ შელეგიამ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე სულ 400-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ დღეს ვერ მოასწრეს მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, შემდეგ ორშაბათს შეხვედრაზე ურიგოდ შევლენ.
„დღეს პირველი დღე იყო, გარკვეული სახის პრობლემებიც არსებობდა. მოქალაქეებს ეგონათ, რომ დაპირება არ შესრულდებოდა და მერს, მის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს ვერ შეხვდებოდნენ. ახლა უკვე რიგები აღარ არის. უამრავმა ადამიანმა მიიღო პასუხი იმ კითხვებზე, რაც აწუხებდათ. შეხვედრები 18:00 საათამდე გაგრძელდება. ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მერიის წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრას, შემდეგ ორშაბათს და მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ მოსვლა. ამიტომ, მოქალაქეებს მინდა წესრიგისკენ მოვუწოდო. 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია. ამ დროისთვის მერიის წარმომადგენლებს 250-ზე მეტი ადამიანი შეხვდა“, – განაცხადა შელეგიამ.