სამხრეთ კორეაში, ავიაბაზაზე აფეთქება მოხდა(ვიდეო)

სამხრეთ კორეაში, იაპონიის ზღვის სანაპიროზე, ქანინის ავიაბაზაზე აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ სამხრეთ კორეული გამოცემა  – Commerce Gallery-ის სამხედრო ოფიციალურ პირებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით წერს.

ცნობილია, რომ ავიაბაზაზე სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების მე-18 მოიერიშე პოლკია განთავსებული.

მედია წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს რაკეტის გაშვება და არსებობს ეჭვი, რომ წვრთნების დროს სარაკეტო ავარია მოხდა.

ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აფეთქების ფაქტი დაადასტურა. მან მომხდარს ,,უბედური შემთხვევა,, უწოდა და დეტალების გასაჯაროებას თავი აარიდა.

სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების შტაბის სპიკერმა თქვა, რომ სიტუაციის კომენტირება რთულია უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

4 ოქტომბრის ღამეს ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. იაპონური მედიის ცნობით, რაკეტამ ქვეყანას გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. იაპონიის რამდენიმე რაიონში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები