12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

   საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგვაძემ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. სამინისტროს ინფორმაციით, 12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უერთდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, და 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ უფასოდ შესვლას და მის დათვალიერებას შეძლებენ. 1999 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია, წაახალისოს ახალგაზრდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად თავიანთ ქვეყნებში ახალგაზრდების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები