ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე – პოზიციებთან დაკავშირებით განსხვავებები გვაქვს, ამიტომაც გავემიჯნეთ

ჩვენ ვართ გამიჯნული, ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი, მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია სწორად.

„ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია. ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითრებას და საბოლოო ჯამში, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რომელი იდეოლოგიაა მისაღები. მე ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს. ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ჩვენ ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი ასეთი ფორმით გამოხატულება ამ პოზიციების“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები