გიორგი მარგველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. როგორც გიორგი მარგველაშვილის მისალოცშია ნათქვამი, ერდოღანის მეთაურობით თურქეთი, რომელიც საქართველოს მეგობარი და უახლოესი პარტნიორია, წარმატებულად ვითარდება.
“გულითადად მინდა მოგილოცოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა და გისურვოთ წარმატებები თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. მოხარული ვარ, რომ თურქეთის რესპუბლიკა, რომელიც საქართველოს მეგობარი და უახლოესი პარტნიორია, თქვენი ხელმძღვანელობით წარმატებულად ვითარდება, რაც აისახა კიდეც არჩევნების შედეგებზე. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ძალისხმევით, თურქეთი კვლავაც განაგრძობს წინსვლას და აღმავლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთმხარდაჭერისა და მეგობრობის პრინციპებს ეფუძნება, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება საქართველოსა და თურქეთის საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გადმოგცეთ ჩემი გულითადი მილოცვა და გისურვოთ წარმატებული საქმიანობა პრეზიდენტის პოსტზე”, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში