ბათუმმა  ტურიზმის ოსკარი მოიპოვა

World Travel Awards- ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა.

კუნძულ მალიორკაზე,  ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards”-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ოსკარის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმმა ისეთ მნიშვნელოვან კონკურენტებზე მოიპოვა გამარჯვება, როგორებიცაა მატერა (იტალია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), სოფია (ბულგარეთი), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვენია), ბრატისლავა (სლოვაკეთი), ბრასოვი და სიბიუ (რუმინეთი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები