აქციის მონაწილე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ბენზინის გადასხმით იმუქრება

   ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქში ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო რკინიგზა. აქცია, საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით, იძულებით გადაადგილებულმა მოქალაქეებმა მოაწყვეს.
როგორც დევნილები აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ ფოთში ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახების განსახლება არასწორი კრიტერიუმებით მოხდა.
აქციაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. აქციის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დევნილებმა რკინიგზა გახსნეს, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ. “თუ დღეს ბინით არ დამაკმაყოფილეს, ეს ბენზინი უნდა გადავისხა, თუ მთავრობამ ყურადღება არ მომაქცია, ეს უნდა გავაკეთო. მე სოციალურად დაუცველი ვარ. 3-ჯერ იყვნენ მოსულები, არაფრით დავუკმაყოფილებივართ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები