შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, არანაირ რეფერენდუმს ძალა არ აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის აღდგენას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ არანაირ რეფერენდუმს ძალა არ აქვს.

“ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ყალბი და ფსევდორეფერენდუმი, საზღვრების შეცვლა ძალით არის შეუძლებელი და დაუშვებელი. ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის ის პრინციპია, რომელიც ყველამ უნდა აღიაროს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, შესაბამისად, არანაირ რეფერენდუმს ძალა არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინაში ოთხი რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები