შალვა პაპუაშვილი: დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

„დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. შემოსულია 19 განცხადება. პროცედურა მიდის ღიად, გამჭვირვალედ, ობიექტურად და ახლა უკვე დაველოდებით შეფასებებს. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესაძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი კანდიდატი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა სია წარადგინა. მისი განცხადებით, შემფასებელთა ჯგუფი 13 ოქტომბრამდე წარადგენს კანდიდატების შეფასებას, იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც რეგლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაშია გაწერილი. „ვიცით რომ არის შეფასების 4 კრიტერიუმი, ეს არის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განათლება და გამოცდილება. 13 ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგენენ შეფასებებს და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს და პარლამენტის 7-კაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი.
უნდა დასახელდეს  მინიმუმ 7 კანდიდატი იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობის ფრაქცია დასახელებამდე პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და მას შემდეგ, რაც მინიმუმ 7 კანდიდატი დასახელდება, განაცხადებს – თუ ვის ექნება მისი მხარდაჭერა წარდგენილი კანდიდატებიდან.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ გვქონდა განცხადება, რომ იქნებოდა ოპოზიციისთვის შეთავაზებული პროცედურა 1-ელ სექტემბრამდე, არა უგვიანეს, ისეთი, რომელიც უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას, ღიაობას, ჩართულობას და ამავე დროს ისეთ სისტემას, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს თანაბრად მისაღები პირის შერჩევას. ახლა მივყვებით ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ და ვნახეთ პირველი, პროცედურასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა არც ერთი კრიტიკული შენიშვნა იმ პროცედურაზე, რომელიც რეგლამენტში ცვლილების სახით და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების სახით კონსენსუსით დამტკიცდა, იქვე იყო ეჭვი, რომ 9 კაციანი ჯგუფი როგორ შედგება და ნახეთ რომ აქაც არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩა და სრული კონსენსუსით იმ პარტიებთან, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში, შედგა შემფასებლების 9 კაციანი ჯგუფი. ჩვენ ეს გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პროცედურა მიდის ძალიან გამჭვირვალედ, ღიად, ობიექტურად და ახლა უკვე დაველოდებით შეფასებებს და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესაძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები