ვანო მერაბიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოსგან დიდი მოლოდინი არც ჰქონია.
“ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ პროკურატურის გააფთრებულ დამოკიდებულებას ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ჩვენ განსაკუთრებული მოლოდინი სააპელაციო სასამართლოსგან არც გვქონია, რადგან პროკურატურა მაქსიმალურად ახორციელებს ზეწოლას სასამართლო ხელისუფლებაზე. ჩვენ, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ”, – განაცხადა ჩივიაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შს ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. საუბარია 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ეპიზოდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები