კინოთეატრ „საქართველოში“ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

კინოთეატრ „საქართველოში“ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ფესტივალის დახურვას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში „ოქროს დინოზავრის“ პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის გადაეცა „I Didn’t Make It To Love Her“, ესპანეთი.

„ოქროს დინოზავრის“ პრიზი საუკეთესო რეჟისურაში გადაეცა სანდრო სულაძეს, ფილმისთვის „გუშაგები“, საქართველო.

ჟიურის თავმჯდომარის სპეციალური პრიზი გადაეცა ფილმს „Batic’s Room“, უკრაინა.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო შესრულებისთვის დაიმსახურა ზარა მოლაემ, ფილმისთვის „Report On A Termination“, ირანი.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო სცენარისთვის დაიმსახურა ქსავიე დისკუვემ, ფილმისთვის „Little Prodigy“, ბელგია.

ფესტივალის დოკუმენტური ფილმების კონკურსში, „ოქროს დინოზავრის“ პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის გადაეცა ფილმს „No Body and the Blue Sky“, გერმანია.

„ოქროს დინოზავრის“ პრიზი მეორე ადგილისთვის გადაეცა ფილმს „Nobody Owns Me“, საფრანგეთი.

„ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეორე ფესტივალი დასრულდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, თუმცა ამ ფესტივალის ყველა მონაწილე უკვე გამარჯვებული იყო, ისევე როგორც მაყურებელი, რომელსაც ამ დღეებში ბევრი კარგი ფილმის ნახვის საშუალება მიეცა.

ვულოცავ ყველას! მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც ეს ფესტივალი ასეთ მაღალ დონეზე ჩატარდა. ისევ შევხვდებით, მომავალ ფესტივალზე!“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები