ნათია მეზვრიშვილი – სასამართლოს მერაბიშვილზე სხვა გადაწყვეტილების მიღების ალტერნატივა არ ჰქონდა

  სააპელაციო სასამართლოს სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა, აღნიშნული განცხადება პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა მერაბიშვილის განაჩენის კომენტირებისას გააკეთა.
„დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე არ წარმოადგინა არანაირი ახალი მტკიცებულება და იმის გადაწყვეტილებით, რომ ჩვენ სრულყოფილად წარმოვადგინეთ გამოძიებული საქმე, სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკულად სხვა გადაწყვეტილების მიღების ალტერნატივა არ ჰქონდა. რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაცვის მხარეს ამისთვის სასამართლო სხდომებზე არაფერი დაუპირისპირებია. მე, როგორც პროკურორი, გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შს ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. საუბარია 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ეპიზოდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები