ირაკლი ქადაგიშვილი: რეალობაა, რომ ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ქართული ჯარიდან ნაძარცვი ფულით შექმნილი ბიზნესით ფინანსდება
“რეალობაა, რომ ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოდან და, კერძოდ, ქართული ჯარიდან ნაძარცვი ფულით შექმნილი ბიზნესით ფინანსდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამაც უნდა განსაჯოს იმათი მორალური, პოლიტიკური და ზნეობრივი სახე, ვინც ბინძური ფულის მიმღებია.
„ფაქტობრივად, უკვე თვითლუსტრაცია და ლეგალიზაცია მოხდა, რომ ოპოზიციის მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფინანსდება საქართველოდან და, კერძოდ, ქართული ჯარიდან ნაძარცვი ფულით შექმნილი ბიზნესით. ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე, თვითონ საზოგადოებამაც განსაჯოს იმათი მორალური, პოლიტიკური და ზნეობრივი სახე, ვინც არის ამ ბინძური ფულის მიმღები. ვერანაირი მთავრობის წინააღმდეგ წარმართული ნათქვამი პათეტიკური სიტყვა და უკრაინის ომს შეფარებული ათასი ავანტიურისტის განცხადება ვერ გაწმენდს ქართული ჯარიდან მოპარული ფულით აქ პოლიტიკური, მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებას. ეს არის რეალობა და ვფიქრობ, რომ აღკვეთილი უნდა იყოს ადრე თუ გვიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.