ნიკოლოზ სამხარაძე ბულგარეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან.
მხარეებმა საქართველო-ბულგარეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო კავშირები კიდევ უფრო გააქტიურდება მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირას ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
შეხვედრისას განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ასევე, უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები და სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარელ დიპლომატს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმა გააცნო.
ბულგარეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებებისადმი მისი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა.