ქუთაისში „ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის“ ეგიდით ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში „ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის“ ეგიდით ღონისძიება გაიმართა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან” და უნივერსიტეტთან პარტნიორობით ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ლაბორატორიული რესურსები; ჩატარდა სემინარი თემაზე “განახლებადი ენერგიის წყაროები, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები“.
„ ქუთაისი უერთდება „ ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის“ აღნიშვნას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის (EU) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
დღეს, წერეთლის უნივერსიტეტთან ერთად , ერთობლივი კონფერენცია მოვაწყვეთ, სადაც განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენს ქალაქში არებობს ამ მიმართულებით.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი, “მერები ეკონომიკური ზრდისთვის ” ფარგლებში, იწყებს ახალი პროგრამის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქალაქის „ ეკო სმარტ ქალაქად“ ტრანსფორმაციას. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ და მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის მზადების პროცესში მოიცავს ქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ქუთაისის „ეკო სმარტ ქალაქად „ ჩამოყალიბებას“. – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული (EUSEW) – არის განახლებადი ენერგიის ეფექტური გამოყენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. კვირეული თავს უყრის ხელისუფლების, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ენერგიის მომხმარებლებს ენერგიის დაზოგვის, განახლებადი – უფრო სუფთა, უსაფრთხო და ეფექტური ენერგეტიკის ინიციატივებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები