გორის მერია: სოფელ ატენში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ე.წ. ცომაანთხევის უბანში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს,

“340 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის დასხმა მიმდინარეობს. ხევში უკვე მოეწყო ნაპირსამაგრი კედელი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს გზის დაზიანების რისკს, რაც ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ატენში, მიმდინარე წელს, შიდა გზის კიდევ ერთი მონაკვეთი მოეწყო. ე.წ. ფუხაანთუბანში 540 მეტრზე ბეტონის გზა უკვე დაიგო.

შიდა გზების მოწყობას, გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ახორციელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები