“სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ” – ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 

ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონფერენციამ “სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”  საჯარო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 80-ზე მეტი წარმომადგენელი სათათბირო დემოკრატიის თემის ირგვლივ გააერთიანა.  მათ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად სათათბირო პროცესებთან დაკავშირებული შესაძლებლობები განიხილეს.

ევროპის საბჭოს, ვორარლბერგის მთავრობის/ავსტრიის, ღია მმართველობის პარტნიორობის ლოკალური პროგრამის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და მოსაზრებები სათათბირო მონაწილეობის მექანიზმების გაძლიერების კუთხით.

ღონისძიების ფარგლებში 15-მა საპილოტო მუნიციპალიტეტმა, თბილისმა, მარნეულმა, ახმეტამ, ამბროლაურმა, ბოლნისმა, ბორჯომმა, გორმა, ზესტაფონმა, თელავმა, თეთრიწყარომ, ონმა, ოზურგეთმა, რუსთავმა, ჩოხატაურმა და წყალტუბომ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ევროპის საბჭოს პროექტთან “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში” თანამშრომლობის შესახებ ეფექტური, მდგრადი და ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღებისა და ფუნქციონალური დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები