გორის მუნიციპალიტეტი „ევროპის სპორტის კვირეულს” ჩოგბურთის ტურნირით შეუერთდა

გორის მუნიციპალიტეტი „ევროპის სპორტის კვირეულს” ჩოგბურთის ტურნირით შეუერთდა. შეჯიბრება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, პირველობის გამარჯვებული შოთა მარანელი გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი, ხვიჩა ხიხალაშვილმა და ანატოლი ავაზნელმა გაინაწილეს.

“პრიზიორებს, გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი პრიზები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ტურნირში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო 18 წლის ასაკიდან.

მიმდინარე წელს, კვირეული 23 -დან 30 სექტემბერის ჩათვლით გრძელდება.

“ევროპის სპორტის კვირეული” ევროკომისიის ეგიდით, 2015 წლიდან ტარდება. მისი მიზანია სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები