გივი მიქანაძე ყირგიზეთის პარლამენტისა და ქალთა ფორუმის წევრებს შეხვდა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე – გივი მიქანაძე და საბჭოს წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ, ყირგიზეთის პარლამენტისა და ქალთა ფორუმის წევრებს შეხვდნენ.

გივი მიქანაძემ სტუმრებს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს უფლებამოსილებები, საქმიანობის წესი და შემადგენლობა გააცნო.

„საბჭოს მიზანია საქართველოს პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მის საქმიანობაში მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის ხელის შეწყობა”, – აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ.

გივი მიქანაძე ისაუბრა საქართველოს ღია პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შესრულების პროცესზე, საბჭოსთან არსებულ საკონსულტაციო ჯგუფის ფორმატში „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებთან თანამშრომლობაზე, საბჭოს საზედამხედველო უფლებამოსილებაზე, კერძოდ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულებისა და ღია მმართველობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგზე და პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მიზნით საბჭოს მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე. საბჭოს წევრებმა ყირგიზეთის დელეგაციის წევრების შეკითხვებს უპასუხეს.
ქართული მხრიდან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები: მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ნინო იობაშვილი და თეონა აქუბარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები