საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ფანჯიკიძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2014 წლის 10 აგვისტოს თეირანში ირანის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ირანის მთავრობას, ირანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ირანში ავიაკატასტროფა გუშინ მოხდა, სადაც 40 ადამიანი დაიღუპა.