საგარეო უწყება: საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში რუსეთის მიერ უკანონოდ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს.

როგორც უწყება “ტვიტერის” გვერდზე წერს, საქართველო გმობს უკანონო რეფერენდუმებეს და არ აღიარებს შედეგებს.

„საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერია საგარეო უწყების “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა. რუსული მედიის ცნობით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში ე.წ. „ამომრჩევლების“ 99,23-%-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, ლუგანსკში ეს მონაცემი 98,42 %-ს, ზაპოროჟიეში – 93,11-ს, ხერსონში კი – 87,05 %-ს შეადგენს.
ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის განცხადებით კი ე.წ. რეფერენდუმის შედეგები არ ემთხვევა ლუგანსკის რეგიონში მცხოვრებთა რაოდენობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები