მუხრანელი მოსწავლეები სექტემბერიდან ახალ სკოლაში ისწავლიან
ხეთის რაიონის სოფელ მუხრანში თანამედროვე სკოლა აშენდა. ამ ეტაპზე როგორც შიდა, ასევე გარე მოპირკეთებითი და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ მუხრანის N2 საჯარო სკოლის შენობა გასული საუკუნის დასაწყისში იყო აშენებული, ავარიული და ამორტიზებული შენობის ადგილზე 2013 წლის დეკემბერში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი და უკვე ახალი სასწავლო წლისთვის ფუნქციონირებას შეუდგება. სკოლის მშენებლობისთვის გამოყენებულია თანამედროვე მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამშენებლო მასალები. შენობა აღჭურვილია თანამედროვე გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, სკოლას ექნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით. სასწავლო შენობაში საკლასო ოთახებისა და დირექციის გარდა, გათვალისწინებულია ასევე კვების ბლოკი, ექიმის კაბინეტი და დამხმარე სათავსოები, ახალი სასწავლო წლისთვის სკოლას თანამედროვე სასკოლო მერხები, დაფები და ახალი კომპიუტერები გადაეცემა. ახალ სკოლაში ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეს ინდივიდუალური რეკრეაციის ზონა ექნება. საჯარო სკოლაში მოწყობილია ლიფტი, ხოლო მთლიანი შენობა და ეზოს კეთილმოწყობა გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზეც. სკოლას ექნება ღია სპორტული მოედანი და სპორტული დარბაზი. სოფელ მუხრანის #2 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 9 სკოლიდან, რომლის მშენებლობაც 2013 წლის ბოლო დაიწყო საქართველოს მასშტაბით.