მარკო რუბიო – USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად გაუქმდა
6-კვირიანი განხილვის შემდეგ, აშშ-ის მთავრობა USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად აუქმებს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს.
„ექვსკვირიანი დაკვირვების შემდეგ ჩვენ USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაჩერებთ. 5 200 კონტრაქტზე, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ, დაიხარჯა ათობით მილიარდი დოლარი იმ საშუალებებით, რომელიც არ ემსახურებოდა (ხოლო რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, – დაწერა რუბიომ სოციალურ ქსელში.
როგორც მან განაცხადა, კონგრესთან კონსულტაციით, განზრახული აქვთ პროგრამების დარჩენილი რაოდენობა (დაახლოებით 1000) სახელმწიფო დეპარტამენტის ქვეშ უფრო ეფექტურად განხორციელდეს.
რუბიომ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის.
“მადლობა DOGE-ს და ჩვენს შრომისმოყვარე პერსონალს, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს ამ დაგვიანებული და ისტორიული რეფორმის მისაღწევად”,- წერს სახელმწიფო მდივანი.