ირაკლი ზარქუა: სახალხო დამცველი, რომელიც დღეს საქართველოს ჰყავს, აღმოჩნდა “ნაცმოძრაობის” ინტერესების გამტარებელი

პირადად ჩემი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მხარს სახალხო დამცველობის კანდიდატს დავუჭერ, არის ის, რომ უნდა იყოს კომპეტენტური, მიუკერძოებელი, ობიექტური, განათლებული და არ უნდა ასოცირდებოდეს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

,,სამწუხაროდ, სახალხო დამცველი, რომელიც დღეს საქართველოს ჰყავს, აღმოჩნდა არა სახალხო დამცველი, არამედ კონკრეტული პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი და ზოგ შემთხვევაში, მათზე უფრო „ნაცი“.
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მომავალი სახალხო დამცველი იქნება ყველას უფლების დამცველი: – ოპოზიციისაც, ხელისუფლების წარმომადგენლისაც, ხელისუფლების მხარდამჭერისაც, ოპოზიციის მხარდამჭერისაც, იქნება ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის და განსხვავებული მრწამსისა და შეხედულების მქონე ადამიანის დამცველი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები