საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის (COEST) წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის (COEST) წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ევროპელ სტუმრებს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს. „12 პუნქტთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, სრულიად პროევროპული სპექტრი შეთანხმებულია და ერთადერთი ვინც არ ეთანხმება ამას არის „ქართული ოცნება”, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ჩააგდოს ჩვენი მუშაობა. „ქართული ოცნება” უნდა დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას და ამით მოხდება დეპოლარიზაციაც და ნაბიჯების გადადგმაც”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები