თბილისში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები” მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციას, რომელიც 25-29 სექტემბერს იმართება, საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს. კონფერენციის მეორე დღეს, სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება, როგორიცაა: ომის დანაშაულებზე ეფექტური რეაგირება, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია და ა.შ.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ორმხრივ შეხვედრებს მართავს სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან. კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები