განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ სარატიფიკაციო დოკუმენტს დაუჭირა მხარი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” ნოტების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმებას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განმარტებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა პროექტებისთვის – გამოყოფს პერსონალსა და საგნობრივ დახმარებას, შესაბამის შემთხვევებში კი ფინანსურ დახმარებას 2.100.000 ევროს ოდენობით.

პროექტებს განახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

„შეთანხმების მიხედვით, საქართველოს მთავრობა გაათავისუფლებს გერმანული განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ პროექტებისთვის შეძენილ საქონელსა და მომსახურებას დამატებული ღირებულებისა და მსგავსი არაპირდაპირი გადასახადებისგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება”, – განაცხადა მზია გიორგობიანმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები